ჭიდაობა

21:59 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანრი ფუტკარაძე და გიორგი აივაზიანი 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 17-წლამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ანრი ფუტკარაძე და გიორგი აივაზიანი ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

71 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აივაზიანმა კი 92 კგ წონითი კატეგორიის გადამწყვეტი შეხვედრა გერმანელ დარიუს კიეფერს ძალიან იოლად 9:0 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატი 5 მედლით (2 ოქრო, 3 ბრინჯაო) მესამე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122448