ფეხბურთი

20:42 | 27.07.2022 | ნანახია 0 - ჯერ

დე ლაურენტისი მზადაა "ნაპოლიში" კრიშტიანუ რონალდუ გადაიბიროს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე საუბარი არ წყდება. ამჯერად, ესპანური გაზეთი As-ი იტყობინება, რომ პორტუგალიელი შესაძლოა „ნაპოლიში“ გადავიდეს.

წყაროს თანახმად, კრიშტიანუს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ისეთ გუნდს ეძებს, რომელიც ამ ტურნირზე მონაწილეობს. ესპანური გაზეთი წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან დიდი ხანია მეგობრობს და ნეაპოლელთა ხელმძღვანელი მზადაა თავის გუნდში 37 წლის პორტუგალიელი მიიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის ინგლისში ორი დღის წინ დაბრუნდა და კლუბის ხელმძღვანელობასთან თავის მომავალზე მოლაპარაკებებს მართავს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:23 | 15.08.2021
araza-1918 (6330)

სანამ თამაშს არ ჩააგდებს დააყენებენ მაგარია

15:28 | 14.08.2021
Kobe Bean (21683)

საღოლ გიო კაი ბიჭი ხარ,წარმატებები.იმედია ჩაჯდება ვალენსიას ძირითადში

01:46 | 14.08.2021
sul2 (1775)

ვაა ეს რას მოვესწარით, ვალენსიას კარში ქართველი დგას? თვალი არ (გვ)ეცეს... ეს ის ვალენსია არ არის რათქმაუნდა, რაც მე მახსოვს და წარმომიდგენია, მაგრამ, მაინც ვალენსიაა...

01:37 | 14.08.2021
O. Mertskhali (8101)

ისე, ესპანეთში, ეს წითელ-ყვითლების ფრიალი და ფეხბურთელების კოტრიალი ცალკე "ბონუს შოუ" გახდა რა DD ..რამდენჯერ გაჩერდა თამაში - 40 ჯარიმა კი იყო მგონი და მაინც მაღალი ტემპი როგორღაც ))
მგონი, რაღაც მუსიკასაც რთავდნენ (თუ უკრავდნენ) კიდევ უფრო მეტი დრამატიზმისთვის ))

01:28 | 14.08.2021
O. Mertskhali (8101)

წელიწადში თითო ამდაგვარი ახალი ამბავი და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს )
..იმედია, შემდეგ ტურში, შურისძიების საშუალებაც მიეცემა

0.064381