ფეხბურთი

18:59 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "იმედი მაქვს, სათანადო განწყობა იქნება"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პოზნანის „ლეხთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვება პრესტიჟის საქმეა.

„იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშში განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც ვხედავ, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. დიდი ანგარიშით მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი ადამიანისთვის თამაში რთულია. ამ ბიჭების მეიმედება, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ჩემი ფეხბურთელების მჯერა”, - თქვა გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმმა“ „ლეხთან“ პირველი მატჩი სტუმრად 0:5 წააგო, საპასუხო შეხვედრა კი 28 ივლისს, 21:00 საათზე „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.

0.114926