ფეხბურთი

16:46 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სტიაუას" მწვრთნელი: "საბურთალო" კარგი გუნდია და რთული შეხვედრა გველოდება"

ბუქარესტის „სტიაუას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაე დიკამ თბილისის „საბურთალოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ახალგაზრდა რუმინელმა სპეციალისტმა განაცხადა, მათი მიზანი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, თუმცა „საბურთალოსთან“ რთულ შეხვედრას ელოდება.

„მოხარული ვარ, რომ ისევ მაქვს ამ გუნდის გაწვრთნის შანსი, რომელიც ყოველწლიურად ჩემპიონობისთვის ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. ეს ჩემთვის განსაკუთრებული რამაა. მნიშვნელოვანი თამაშის წინ მოვედი და მინდა, სწორად დავიწყო. არ ვაქცევ ყურადღებას იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდ კომენტარებს აკეთებენ, ჩემთვის მთავარია ჩემი იდეების განხორციელება შევძლო.

ზოგადად, ამბობენ, რომ მწვრთნელები ფულისთვის მოდიან, მაგრამ ჩემთვის ფული ბოლო ადგილზე იყო, ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზნების მიღწევა. ორშაბათს გვიან ღამემდე ვესაუბრე ჯიჯი ბეკალის და შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს გარკვეული რისკიც არის, რაზეც წავედი, რადგან ცხოვრებაში თუ არ რისკავ, ვერაფერს აღწევ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვაქვს, ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან კარგ გუნდს ვხვდებით, მაგრამ მოედანზე მომდევნო ეტაპზე ფიქრით უნდა გავიდეთ. მე გუნდში ერთიანი ჯგუფი მჭირდება და არა ინდივიდები“, - თქვა დიკამ.

შეგახსენებთ, რომ „სტიაუასა“ და „საბურთალოს“ მატჩი 28 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

0.114421