ფეხბურთი

0:10 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი სამშობლოში ბრუნდება: "წინასწარ შეთანხმებას უკვე მიავღწიეთ"

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დაადასტურა, რომ „ნასიონალში“ ბრუნდება. როგორც 35 წლის ფორვარდმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საბოლოო დეტალები მალე გადაწყდება და კონტრაქტს გააფორმებს.

„ახლა მივაღწიე წინასწარ შეთანხმებას „ნასიონალთან“, შეუძლებელი იყო ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა. იმედი მაქვს, რომ საბოლოო დეტალები მალე მოგვარდება, რაღა გარიგება ოფიციალურად დასრულდეს“, - თქვა სუარესმა.

ლუის სუარესი სწორედ „ნასიონალში“ გაიზარდა და მთავარ გუნდში 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა. შემდეგ მან ევროპაში გადაინაცვლა, სადაც „გრონინგენის“, „აიაქსის“, „ლივერპულის“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ რიგებში ითამაშა.

0.12683