ჭიდაობა

23:30 | 26.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ფინალისტი და 3 ბრინჯაოს მედალი

იტალიის დედაქალაქ რომში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლებს საბა სურმანიძე (55 კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილი (65 კგ) და ლუკა გელაშვილმა (80 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა ერთნაირი გზა განვლო და მედლის მოპოვება რეპეშაჟიდან მოახერხეს. ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა დავით მგელაძეს, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა.

გარდა ამისა, 27 ივლისს, ორი ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა. 71 კგ წონით კატეგორიაში ანრი ფუტკარაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო 92 კგ წონით კატეგორიაში გიორგი აივაზიანი. ამასთან, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ გიორგი კოჩალიძე და ანრი ხოზრევანიძე.

0.128578