სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც საქართველომ დღეს ორი მედალი მოიპოვა და ორივე ძიუდოში.
55 კგ წონით კატეგორიაში დავით ლომიტაშვილმა ოქროს მედალი დაისაკუთრა. მან ფინალში აზერბაიჯანელი მურად ალიევი ოპონით დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა დავით ქარელი. მან მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ მანუელ პარლატის სძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 28 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზიზუ უნდა წააგო ეს ფინალი, შენდამი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად
ზიზუ თუ იუვენტუსს მოუგებს მაშინ გამოდის რომ მწვრთნელიც ისეთივე მაგარია როგორიც ფეხბურთელი იყო!
რათქმაუნდა მასეა მეგობაროო
და თუ მასე მოხდა მერე ვინაა მსგავსი შედეგის დამდებიი