ფეხბურთი

19:57 | 26.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-მ 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

„პარი სენ ჟერმენმა“ ფრანგი ფეხბურთელი ნორდი მუკიელე დაიმატა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მუკიელეს სანაცვლოდ გერმანულმა „ლაიფციგმა“ 10 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით კი ბონუსის სახით 2 მილიონ ევროსაც მიიღებს.

მუკიელე „ლაიფციგში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 146 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლავალისა“ და „მონპელიეს“ წევრი იყო. საფრანგეთის ნაკრებში მას ერთხელ აქვს ნათამაშები.

0.123228