ფეხბურთი

14:53 | 26.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი შესაძლოა "ბარსელონადან" "იუვენტუსში" გადავიდეს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, მემფის დეპაი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა 28 წლის ნიდერლანდელით დაინტერესდა - გვამცნობს Football Espana.

საქმე ის არის, რომ რობერტ ლევანდოვსკის და რაფინიას დამატების შემდეგ, დეპაის სათამაშო დრო სავარაუდოდ მკვეთრად შეუმცირდება. კატალონიური კლუბიც არ არის მისი გაყიდვის წინააღმდეგი და 20 მილიონ ევროდ აფასებს.

დეპაი „ბარსელონას“ ფეხბურთელი 2021 წლის ზაფხულში გახდა, მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118014