„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელზე, ხოსეპ გვარდიოლაზე, რომლის ხელმძღვანელობითაც ის მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა.
„პეპთან ტაქტიკის თაობაზე ბევრს ვსაუბრობდი. მან ჩემი საფეხბურთო ხედვა შეცვალა, სხვაგვარად გამაგებინა თამაშის არსი. მისი წყალობით ახლა ნებისმიერ ტაქტიკურ სქემას შემიძლია ალღო ავუღო.
ვიმედოვნებ, სწორად გავიგებ ყველაფერს, რასაც ჩავი „ბარსელონაში“ მომთხოვს.“ - ციტირებს პოლონელი ფორვარდის სიტყვებს Marca.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარსას ხელმძღვანელობის ადგილზე რომ ვიყო ფრენკის არ გავუშვებდი.ბუსკეცის შემცვლელად უნდა დააყენონ და 3 წელი ვერ მიხვდენ მაგას.გასაგებია რომ ფრენკი არც ტიპიური საყრდენია და არც შემტევ-გამთამაშებელი ნახევარმცველი და რეალურად არც ჯდება ბარსას 4-3-3 ტაქტიკაში მაგრამ ბუსკეცის შეცვლა ერთადერთი მაინც მაგას შეუძლია მარტო.ფრენკი ბერნარდო პედრის ტრიო მაგარი იქნებოდა ცენტრში
სიტი ვახსენე და ბერნარდო თუ დაკარგა(ფრენკი თუ მანჩესტერში გაუშვეს დიდი ალბათობით ბარსა დაითრევს ბერნარდოს) მაშინ გაუჭირდება პრემიერლიგის მოგება.გასაგებია რომ ჰოლანდი-ალვარესი-ფილიპსი დაიმატეს მაგრამ გაუშვეს ჟეზუსი სტერლინგი ფერნანდინიო ზინჩენკო და ბერნარდოც თუ მიაყოლეს მაგის შემცვლელის მიყვანა გაუჭირდებათ.ბერნარდო სილვა დებრუინის შემდეგ საუკეთესო იგროკია სიტიში დღეს
ერთი მბაპემ გადააგდო ბაბუ და მთელი რეალი მარტო)))თუმცა მაგას იმდენი ფული და გავლენა მიცეს პარიზში რომ არაა გასაკვირი რეალის დაკიდება)))
კაცმა ამ მომენტისთვის ბარსაზე ძლიერი ბაიერნი დატოვა კამპნოუზე თამაშის გამო და ამის შემდეგ კიდევ გაქვთ კითხვები ბარსა რა გუნდია?დატოვებასაც გააჩნია კიდევ როგორ დატოვა,სახალხოდ მოთხოვა ბაიერნს რომ ბარსაში გაეშვათ და დაუპირსპირდა ხელმძღვანელობას და ბავარიას ქომაგსაც აწყენინა.სალიჰამიჯიჩს კანს და მთელ ბაიერნს უკვირთ რატომ მოიქცა ლევანა ასეო მაგრამ მაგას რომ მიხვდე ბარსელონას სიდიადეს უნდა იცნობდე.დიმარია 1 თვე ედო იუვეს შეთავაზება მაგრამ ხელს არ აწერდა,ბარსას წინადადებას ელოდა.რაფინიამ ჩელზე იდინამორეზე გაუშვა ბარსას გამო,იგივეს აკეთებს კუნდეც.გაცილებით იაფად ყიდულობს ბარსა რაფინია-კუნდეს ვიდრე ჩელსი იხდიდა მაგრამ საკუთად კლუბებსაც კი აიძულებენ ფეხბურთელები რომ ბარსაში გაუშვან შედარებით ნაკლებ თანხად ვიდრე ჩელსიში ან სადმე და მეტი აიღონ.დეიონგს ლამის პანღურს ურტყამენ და მაინც ვერ აგდებენ.მანჩესტერის ხსენებაც არ უნდა ფრენკის არადა ტენჰააგი მივიდა იქ,მაგის გამზრდელი.ბერნარდო სილვა დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდ სიტიშია და ერთი თუ დამირეკენ ბარსადან ეგრევე გადამსვლელი ვარო.მოკლედ არის ორი კლუბი მსოფლიოში სადაც ყველას უნდა თამაში,რეალი და ბარსა,მოკვდა ბაზარი და ეს უნდა გაიგონ ყველა სხვა გუნდის ქომაგებმაც და ხელმძღვანელებმაც.თქვა კიდეც გვარდიოლამ,როცა რეალი-ბარსა ურეკავს ფეხბურთელს იმის შენარჩუნება რთულიაო და ჩვენზე იაფადაც ყიდულობენ ფეხბურთელებსო
სიტია საუკეთესო გუნდი დღეს?
პირველ რიგში წასვლა უნდოდა, და ვარიანტებიდან კი ბარონო გეთანხმები ბარსა უპრიანი იყო. ბოლო 15წლიანმა ფაქტორმა წამოწია ბარსას დიდება წინ