„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, სადიო მანეს „ბაიერნში“ გადასვლის გამო გაუზიარა აზრი.
„სადიომ და მისმა აგენტმა მითხრეს, რომ ახალ გამოწვევას ეძებენ. მე გავიგე მათი სურვილი და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის რაც გუნდისთვის გააკეთა.. სადიოს დიდ პატივს ვცემ როგორც მოთამაშეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ
ის კიდევ საკმაო ხანს ითამაშებს. ალბათ 38-39 წლამდე. არაჩვეულებრივად გამძლე სხეული აქვს. ვიტყვი, რომ „ბაიერნმა“ კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი დაიმატა.
ასეთი ტრანსფერი მომავლისთვის მაგალითად უნდა გამოვიყენოთ. ზოგჯერ კარიერაში ცვლილებებია საჭირო და ეს ნორმალურია. მართალია სადიო ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ამას მშვიდად ვუყურებ, რადგან ასეთია ცხოვრება.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თქვენც გაგეპარათ უზუსტობა სტატიაში, იმ მატჩში იტალიის მწვრთნელი ჩეზარე მალდინი კი არა, მარკო ტარდელი იყო. ხოლო ჩეზარე მალდინი უკვე იტალიის ძირითად ნაკრებს წვრთნიდა მაგ დროს და იმავე დღეს ჩვენთან ნულოვანი ფრე ითამაშა, რამოდენიმე საათით გვიან, ახალგაზრდულის თამაშიდან..
მიშა ფოცხვერია კიდე ერთ განიავებული ტალანტი.ეჰ
რა დრო გასულა, "დავივიწყოთ იტალია!" ასე გამოეხმაურა მაშინ სარბიელი
6:0 როგორღა წააგეს..
რაღა როგორ წააგეს, პირი დარჩათ ღია ჩვენებს სავსე სტადიონი რო ნახეს და მანამ დაკუმეს 6 გაგვიტანეს
მეორე დღეს დიდ იტალიასაც დავაკარგვინეთ ქულები და თუ სწორად მახსოვს, პლეიოფი დასჭირდათ მსოფლიოზე გასასვლელად.
ხო მართალი ხარ ბურთის ფლობას მაშინ არ თვლიდნენ მაგრამ ალბათ 20-80 ზე იყო მაკარონების სასარგებლოთ ისე გაცოფებულები თამაშობდნენ
ამ თამაშში ფოცხვერიამ წაადო კოკოს და ორივე გაყარა მსაჯმა სტადიონზე ვიყავი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაწერეთ ვინმემ თუ მოგეპოვებათ.
გვარამაძე, სილაგაძე, ხუჯაძე, კიკნაძე, დიდავა, ცქიტიშვილი, ა.მუჯირი, ფოცხვერია, ზირაქიშვილი, ალექსიძე, აშვეთია