ფეხბურთი

10:12 | 26.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ ტიმო ვერნერით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელით, ტიმო ვერნერით დაინტერესდა და მის შეძენას შეეცდება - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„იუვენტუსმა“ ვერნერი პოტენციური ტრანსფერების სიაში შეიყვანა, თუმცა გერმანელის ყიდვის მთავარი კანდიდატი მისი ყოფილი კლუბი „ლაიპციგია.“

26 წლის ვერნერს თავადაც უნდა „ჩელსიდან“ წასვლა და არც კლუბია ამის წინააღმდეგი, თუკი მასში დაახლოებით 39 მილიონ ევროს გადაიხდიან.

2020 წლის ივლისში „ჩელსიმ“ ვერნერი „ლაიპციგისგან“ 53 მილიონად შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153701