სხვა

1:20 | 26.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიელმა ამუსანმა 100 მეტრზე თარჯრბენი მსოფლიო რეკორდით მოიგო

იუჯინში გამართულ მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა - ნიგერიელმა ტობი ამუსანმა ქალთა შორის 100 მეტრზე თარჯრბენში, ნხევარფინლურ გარბენში, ფინიშს 12.12 წამში მიაღწია და ამერიკელი კენდრა ჰარისონის ძველი რეკორდი (12.20 წამი) გააუმჯობესა.

იმ დროს, როდესაც მორბენალთა უმეტესობა, ფინალისთვის ძალებს ურთხილდებოდა, 25 წლის ამუსანმა სწორედ ნახევარფინალში დაამყარა რეკორდი. მერე კი, ფინალშიც ყველაზე უშეცდომო და სწრაფი იყო. სხვათა შორის, გამოცხადდა, რომ მან ფინალი 12.06 წამში გაირბინა, მაგრამ ეს რეკორდად არ დაფიქსირდა, რადგან ზურგქარის სიჩქარე, ლიმიტზე მეტი იყო.

სხვათა შორის, ამუსანმა ცუდი სტარტი აიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, რეკორდზე უკეთესი დროც დააფიქსირა (ზურგქარით, მაგრამ მაინც) და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა და 0.17 წამით აჯობა მეორეზე გასულ იამაიკელ ბრიტნი ანდერსონი.

„ჩემი მიზანი ამ ოქროს მოგება იყო. მე ჩემი შესაძლებლობების მჯერა. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდს არ ველოდი. ასე რომ, ეს რეკორდი ბონუსი იყო“, - განაცხადა ნიგერიელმა.

პუერტო რიკოელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟასმინ კამაჩო-ქვინმა შუა დისტანციაზე შეძლო აჩქარება, მაგრამ ანდერსონთან პაექრობა, დსტანციის მიწურულს დათმო, როცა ფეხი ბარიერს წამოსდო. საბოლოოდ, ის ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ფინალში ვერ მოხვდნენ ამერიკელები, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ნაია ალი და ერთ-ერთი ფავორიტი ელაიშა ჯონსონი, რომლებმაც ჰიტებშივე დაუშვეს შეცდომები და ასპარეზობას გამოეთიშნენ. რაც შეეხება კენდრა ჰარისონს (ოლიმპიური ვერცხლის მფლობელს), ის შეჯიბრს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოაკლდა.

0.110579