ფეხბურთი

21:15 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გაგნიძე: "კარგია, როცა თამაშობ და ყველაფერი მშვენიერი იყო"

მოსკოვის „დინამოს“ ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვის „ტორპედოსთან“ მოგებულ მატჩში (4:0) ბოლო 15 წუთი ითამაშა და მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, კარგია, როცა თამაშობ. ყველაფერი მშვენიერი იყო, გუნდმაც მოიგო. იგივე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. პირველ მატჩში მოედანზე 1 წუთი გავატარე, „ტორპედოსთან“ კი უკვე - 15. ცხოვრებაში პირველად ვითამაშე „ტორპედოსთან“ და ძალიან კარგი გუნდია, ფეხბურთელები ბევრს დარბიან. მომავალ მატჩებში წარმატებას მიაღწევენ. იოკანოვიჩი უფრო და უფრო მენდობა? ვნახოთ, მენდობიან თუ არა, გამოჩნდება. მთავარი მწვრთნელი ამ ეტაპზე მაკვირდება, რადგან „დინამოში“ ახალი ფეხბურთელი ვარ.

ზახარიანმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და ვფიქრობ, ეს გოლი სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. არსენი შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნებაა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ, ერთად კიდევ დიდხანს ვითამაშებთ. სმოლოვი? ჩემთვის მნიშვნელოვანია ფიოდორის მსგავს ფეხბურთელებთან ერთად თამაში. „დინამოში“ ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სმოლოვი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა რუსეთში და პრემიერლიგის საუკეთესო ფორვარდია.

ჩემი აზრით, „დინამო“ რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები. ვარელასთან არსებული ვითარების შესახებ პირადად მე მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო, გილერმო ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და ამის ნიშნები არ არსებობდა. ჩემთვის უცნაური საქციელია? მართალი გითხრათ, არა. ვარელა დიდებული ფეხბურთელია, მას სხვაგან თამაში სურს და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება „დინამოში“ და ერთად თამაშს გავაგრძელებთ“, - უთხრა რუსულ მედიას გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ ერთი წლის წინ გადავიდა. გასული სეზონი მან იჯარით ჯერ „ურალში“ გაატარა, ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა და პოლონურ „რაკუვში“ აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ ერთხელ ათამაშეს, ისიც 10 წუთით და მიმდინარე ზაფხულს მოსკოველთა შემადგენლობაში დაბრუნდა.

0.126466