ფეხბურთი

19:56 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "დე ლიხტის შემყურე მივხვდი, რომ იტალიაში ფეხბურთელის ფორმაში ყოფნა შეუძლებელია"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მატაის დე ლიხტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიაში ფეხბურთელის ფორაში ყოფნა შეუძლებელია.

„დე ლიხტს ვარჯიშის შემდეგ ველაპარაკე და მითხრა, რომ დღევანდელი სესია მისთვის ყველაზე რთული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. რთული ნამდვილად იყო, მაგრამ არც ისე. გასულ სეზონში მას ბევრი არ უთამაშია და მივხვდი, რომ მისთვის იტალიაში ფორმაში ყოფნა ადვილი არ იყო“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019-2022 წლებში თამაშობდა, ხოლო „ბაიერნში“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123935