ფეხბურთი

18:14 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლაზარე კუპატაძემ "დინამო ბათუმი" დატოვა

ლაზარე კუპატაძემ "ბათუმის დინამო" დატოვა. ინფორმაცია საქართველოს ნაკრების მეკარემ ოფიციალურად სოციალურ ქსელში დაადასტურა. მისი თქმით, აჭარულ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. კუპატაძემ გუნდს, ქომაგებს მადლობა გადაუხადა და შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით, ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა.

მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის დინამოს გულშემატკივრად. მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით", - დაწერა ლაზარემ.

კონტრაქტის გაწყვეტა ოფიციალურად "დინამო ბათუმის ვებგვერდმაც დაადასტურა, რომლის რიგებში 2020 წლიდან ლაზარემ 59 მატჩი ჩაატარა. 26 წლის მეკარეს კარიერის განმავლობაში "საბურთალოში", "ლოკომოტივსა" და "იუნეს ეშში" უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი ორი მატჩი აქვს გამართული.

0.124501