ფეხბურთი

16:54 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნესტა: „ასეთი დანახარჯების შემდეგ, „იუვენტუსმა“ რაღაც უნდა მოიგოს“

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ.

„ასეთი დანახარჯების შემდეგ, „იუვენტუსმა“ რაღაც უნდა მოიგოს, მინიმუმ - სკუდეტო. გასულ სეზონში ძალიან ცუდად ითამაშეს, მომავალ სეზონში კი რაღაც მნიშვნელოავნი უნდა მოიგონ.

ამ კლუბში ის იჩაგრება, ვინც მთავარი მწვრთნელის პოსტს თანხმდება. სარი ვერ იყო მთლად კარგი, პირლო გამოუცდელი გახლდათ, ალეგრი დაბრუნდა და ვერაფერი მოიგო. აღარ ვისურვებდი, რომ მწვრთნელის პოზიცია პრობლემური იყოს.

შემადგელობაც გადასახალისებელია. ის მეტად ფუნქციური უნდა იყოს.|“ - ციტირებს ნესტას სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

0.122999