ფეხბურთი

15:24 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: „სპალეტი კარგი მასწავლებელია“

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ გაუზიარა აზრი.

„ჩემპიონთა ლიგაში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა. თანაც ნეაპოლში განსაკუთრებულად ემოციური ატმოსფეროა და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება სეზონი.

სპალეტი? ის შესანიშნავი მასწავლებელია. ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის. სასიამოვნოა იმის ცქერაც, რომ ასევე მუშაობს გუნდის სხვა წევრებთანაც. ყველაფერს აკეთებს, რომ მოთამაშეებს ყოველი წვრილმანი ზუსტად აუხსნას.

ცოტას რუსულად მესაუბრება, მაგრამ შემდეგ ინგლისურზე გადადის, რათა უკეთ გამაგებინოს სათქმელი - ციტირებს ხვიჩას სიტყვებს Il Mattino.

0.119749