ფეხბურთი

10:25 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ "ბარსელონაში" მესის დაბრუნება მოითხოვა

კატალონიის „ბარსელონაში“ ლიონელ მესის დაბრუნებაზე ხმები ისევ გააქტიურდა. ჟოან ლაპორტამ ეს არ გამორიცხა და თქვა, რომ ის სხვანაირ დასასრულს იმსახურებს. ცხადია, კლუბის პრეზიდენტის ამ განცხადებამ ჭორები კიდევ უფრო გააძლიერა.

ესპანური გამოცემა Sport-ი წერს, რომ ჩავიმ არგენტინელი ფეხბურთელის კლუბში დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, არა დაუყოვნებლივ, ამ ზაფხულსვე. საქმე ისაა, რომ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და მის განახლებაზე საუბარი ამჟამად არ არის.

შესაბამისად, ლეო 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი შეიძლება გახდეს და „ბარსელონაშიც“ იმედი აქვთ, რომ მის დაბრუნებას უფასოდ მოახერხებს. წყაროს თანახმაც, მისი დაბრუნება უკვე იდეის დონეს გაცდა და მომავალი ზაფხულისთვის მუშაობა დაწყებულია პირად კონტრაქტის შესახებ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ 2004-2021 წლებში 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა. მან კლუბი ერთი წლის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

0.115073