ფეხბურთი

12:30 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სტიაუამ" ისევ წააგო და მწვრთნელი შეიძლება "საბურთალოსთან" მატჩამდე დაითხოვონ

კონფერენს ლიგაზე თბილისის „საბურთალოს“ მეტოქის, „სტიაუას“ ბანაკში გაურკვევლობაა. მთავარი მწვრთნელი ანტონ პეტრეა შესაძლოა დაითხოვონ და ის კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას თავად ითხოვს.

„სტიაუამ“ „საბურთალოსთან“ მარცხის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატში ბუქარესტის „რაპიდთანაც“ წააგო (0:2), მატჩის შემდეგ კი პეტრეამ თქვა, რომ მისი მომავალი „საბურთალოსთან“ საპასუხო შეხვედრამდე გადაწყდება.

„კლუბის ხელმძღვანელობასთან დისკუსიას ვაპირებ, ვნახოთ რას გადავწყვეტთ. მე ნორმალურად მიმაჩნია ხელმძღვანელობასთან საუბარი, თუ გუნდში რაღაც არ მუშაობს. ვფიქრობ, კარგია, დისკუსიის გამართვა იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, - თქვა პეტრეამ.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ „სტიაუა“ თბილისში 1:0 დაამარცხა, საპასუხო თამაში კი ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.

0.147854