მადრიდის „რეალმა“ სამ ფეხბურთელს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ახალ ხელშეკრულებებს ხელი ედერ მილიტაომ, როდრიგომ და ვინისიუს ჟუნიორმა მოაწერს.
წყაროს თანახმად, მილიტაომ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი ფასი 500 მილიონი იქნება. ვინიუსმა კონტრაქტი 2027 წლამდე განაახლა და მისი გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდ ევროს აღწევს, ხოლო როდრიგო „სამეფო კლუბში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება და გამოსასყიდი ფასი ამ შემთხვევაშიც 1 მილიარდი იქნება.
ედერ მილიტაო „რეალში“ 2019 წლიდან თამაშობს და 91 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, როდრიგომ ასევე 2019 წლიდან 108 შეხვედრაში თავი 18-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ვინისიუსმა 2018 წლიდან დღემდე 170 მატჩში მეტოქეები 37-ჯერ დაამწუხრა.