ფეხბურთი

22:59 | 24.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ ვარჯიშზე გოლი გაიტანა, აქტიურიც იყო და ბოლოს მცირე პრობლემა შეექმნა (+VIDEO)

იტალიური „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და კასტელ დი სანგროში ლუჩანო სპალეტის გუნდს ორჯერადი ვარჯიშები აქვს - დილას და საღამოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელ საღამოს ვარჯიშზე გოლი გაიტანა და ზოგადად აქტიური იყო, ორჯერ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ ძალიან მოხდენილი და ჭკვიანური პასებით დატოვა, თუმცა, ნიგერიელმა ვერცერთხელ გაიტანა.

გარდა ამისა, ორმხრივი თამაშის დასრულების შემდეგ ხვიჩას მცირე პრობლემა შეექმნა, ექიმები მასთან იყვნენ, მაგრამ დახმარება არ აღმოუჩენიათ. დაახლოებით 2-წუთიანი პაუზის შემდეგ ქართველი წამოდგა და კარში დარტყმებზე ვარჯიში გააგრძელა. საწვრთნელი პროცესის დასრულების მერე კი ქართველმა ფანებს ავტოგრაფებიც დაურიგა, ასე რომ, სერიოზული არაფერია და ხვალიდან ვარჯიშს გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში 6 აგვისტომდე დარჩება, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ნეაპოლელთა პირველი მეტოქე 27 ივლისს, „ადანა დემირსპორი“ იქნება, სერია A-ს პირველ ტურში კი 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116385