მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ანტონიო რიუდიგერს მარცხენა მცველის პოზიციაზე სათამაშოდაც განიხილავს.
„ბარსელონასთან“ შეხვედრაში იტალიელმა ეს ექსპერიმენტი ჩაატარა და აღნიშნა, რომ გიჟი არ არის, უბრალოდ გერმანელი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და ამ პოზიციის ათვისება შეუძლია.
„ძალიან მომწეონა რიუდიგერი მარცხენა მცველის პოზიციაზე. გიჟი არ ვარ, ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა. მას შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში და თამაშის დროს ალაბასთან რაღაცების გაცვლა. არ მინდა, შარშანდელი ცენტრალური წყვილის შეცვლა, ალაბა ფლანგზე მხოლოდ მაშინ დადგება, როცა საჭირო იქნება“, - თქვა ანჩელოტიმ.