ფეხბურთი

18:53 | 24.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი "ბარსელონასთან" მარცხზე: "შანსი ახალგაზრდებს მივეცი"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კარგი თამაში იყო და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გუნდთან ადაპტაციისთვის შანსი მისცა.

„კარგი მატჩი იყო, კარგი ინტენსივობით, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. ვცდილობდი ახალწვეულები გამომეყენებინა გუნდის თამაშთან ადაპტაციისთვის. თანაბარი თამაში იყო და ვეცადე, რომ წუთები ყველასთვის მიმეცა, რათა ფორმაში შესულოყვნენ. მატჩი მომეწონა, მითუმეტეს, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.

რასაკვირველია, კაზემიროთი, მოდრიჩით და კროოსით უფრო ადვილია „ბარსელონას“ დამარცხება, მაგრამ მინდოდა შანსი ახალგაზრდებისთვის მიმეცა. ისინი დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდნენ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ალმერიას“ დაუპირისპირდება, მანამდე კი ამხანაგურ მატჩებს „ამერიკისა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ევროპის სუპერთასზე „აინტრახტს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113946