ლონდონის „ჩელსიმ“ „არსენალთან“ 0:4 წააგო, რამაც ტომას ტუხელი ძალიან გააბრაზა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი კონკურენტუნარიანი არ არის და რამდენიმე ფეხბურთელი სხვა გუნდში წასვლაზე ფიქრობს. გარდა ამისა, ტუხელმა თქვა, რომ არ იცის, იქნებიან თუ არა, სეზონის სტარტისთვის მზად.
„ვფიქრობ, რომ „არსენალმა“ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც პრემიერლიგას დაიწყებს, ჩვენი მხრიდან კი მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით არ ვიყავით. ეს არის ასეთი მარცხის ახსნა, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი, მეორე ნაწილი კი შემაშფოთებელია.
არ შემიძლია იმის გარანტია მოგცეთ, რომ ორ კვირაში მზად ვიქნებით. „არსენალი“ არის გუნდი, რომელსაც აქვს წარმოდგენა, როგორ უნდა ითამაშოს დაღლილობის ფონზე, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვი. მენტალურადაც ბევრი პრობლემა გვაქვს, რადგან გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც წასვლაზე ფიქრობენ, სხვა ვარიანტებს ეძებენ და ეს ამ მომენტისთვის აშკარაა.
სეზონის მოსამზადებელი ეტაპის ანალიზი ამ თამაშის გამო არ შეცვლილა, უბრალოდ, სამწუხაროდ ამ წაგებამ ჩემი მოსაზრება დაადასტურა. აბსოლუტურად მირჩევნია მართალი არ ვიყო, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ შემცდარიყავი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ მართალი ვიყავი. რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, რამდენიმე წასვლას ცდილობს, ეს არის და ეს. ჩვენ ვცდილობთ მათ შეცვლას, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ, თუმცა, კონკურენტუნარიანები არ ვართ და დღეს ეს დაინახეთ“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ პრემიერლიგის პირველ ტურში „6 აგვისტოს, „ევერტონს“ დაუპირისპირდება, ხოლო მანამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს „უდინეზესთან“ ჩაატარებს.