ფეხბურთი

16:56 | 24.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "მჯერა, რომ მესის ისტორია "ბარსაში" არ დასრულებულა, ის სხვანაირ ფინალს იმსახურებს"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ ის კლუბიდან სხვანაირ წასვლას იმსახურებდა. ესპანელს იმედი აქვს, რომ მესის ისტორია „ბარსელონაში“ ჯერ არ დასრულებულა.

„ბარსელონასთვის“ მესი ყველაფერი იყო, საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენს ისტორიაში. მისი შედარება მხოლოდ იოჰან კრუიფთან შეიძლება, თუმცა, რაც მოხდა, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო.

ჩვენ გადაწყვეტილებებს იმ სიტუაციიდან გამომდინარე ვიღებთ, რაც კლუბში მემკვიდრეობით დაგვხვდა. კლუბი ნებისმიერ ფეხბურთელსა და მწვრთნელებზე მაღლა დგას. როგორც „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ პირად დონეზე ვფიქრობ, რომ მასთან ვალში ვარ. მჯერა და იმედი მაქვს, რომ მესის ისტორია „ბარსელონაში“ ჯერ არ დასრულებულა და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ის უკეთეს დასასრულს იმსახურებს“, - აღნიშნა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ 2004-2021 წლებში 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა. არგენტინელ ვარსკვლავს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება, თუ ხელშეკრულებას მანამდე არ გაახანგრძლივებს.

0.130308