სხვა

11:50 | 24.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა შანსი ვერ გამოიყენა და ნაგოია ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა (+VIDEO)

ნაგია ბაშო ლევან გორგაძისთვის დრამატული გამოდგა. ქართველმა სუმოისტმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ სამი ბრძოლის წინ უკვე შვიდი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, მიყოლებით სამივე შეხვედრა დათმო და ზაფხულის სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

დღევანდელი ორთაბრძოლას ორივე სუმოისტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან როგორც ტოჩინოშინს, ასევე იუტაკაიამას, 14 დღის თავზე 7-7-ზე ბალანსი ჰქონდათ.

ქართველ გოლიათს მე-16 მაეგაშირამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, აჯობა და დოჰიოდანაც გადაიყვანა. არადა მას აქამდე ჩატარებული 7 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი შეამცირა და ახლა უკვე 6-2-ზე გავიდა.

მაშ ასე, ტოჩინოშინმა ივლისის ბაშო 7 გამარჯვების საპირისპიროდ 8 მარცხით დაასრულა და განვლილი: მაისისა და მარტის სუპერტურნირების შემდგომ უარყოფით ბალანსზე პირველად გავიდა. ქართველ გორიათს სავარაუდოდ რეიტინგში მცირე რეგრესი ექნება.

0.12719