ფეხბურთი

20:53 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის „ქალაქური“ დებიუტი „ბაიერნთან“ შედგება

„მანჩესტერ სიტის“ ხმაურიან შენაძენს, ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს, „ქალაქელების“ შემადგენლობაში დებიუტი დღეს, 23 ივლისს ექნება მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ. თამაში აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ გრინ-ბეის სტადიონ „ლემბო ფილდზე“ გაიმართება.

ეს ხოსეპ გვარდიოლას გუნდის მეორე და ბოლო მატჩი იქნება ოკეანისგაღმა ტურნეში. მანამდე მათ მექსიკური „ამერიკა“ დაამარცხეს - 2:1.

შემდეგი შეხვედრა კი უკვე ინგლისის სუპერთასის (FA Community Shield) გახლავთ, რომელშიც 30 ივლისს „სიტი“ „ლივერპულს“ შეხვდება.

0.11912