„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა სურს,
„პსჟ-ში დარჩენა მსურს. არავის არაფერი უთქვამს ჩემი მომავლის შესახებ. მე კი პარიზში თამაში მინდა.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს AFP.
წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს სამომავლო გეგმებში არ შედის. ის „მანჩესტერ სიტის“ შესთავაზეს, მაგრამ „ქალაქელებმა“ უპასუხეს-თავდასხმის ხაზი უკვე დაკომპლექტებული გვყავსო.
ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ, რაც მსოფლიო სატრანსფერო რეკორდია.