ჭადრაკი

16:19 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჭადრაკის დიდი აღიარება ევროპულ ჭადრაკში!

ყველა დროის უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი მესამედ აირჩიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად. ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ზურაბ აზმაიფარაშვილი 44 ხმით აირჩიეს.

თესალონიკიში ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალურ ასამბლეას ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული საჭადრაკო ფედერაციის დელეგატი ესწრებოდა.

ფარული ხმის მიცემის შედეგად ზურაბ აზმაიფარაშვილი 4 წლის ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

ზურაბ აზმაიფარაშვილის გუნდი:

პრეზიდენტი - ზურაბ აზმაიფარაშვილი (საქართველო);

პირველი ვიცე-პრეზიდენტი - დანა რეიზნიცე-ოზოლა (ლატვია);

ვიცე-პრეზიდენტი - გუნარ ბიორნსონი (ისლანდია);

ვიცე-პრეზიდენტი - მალკოლმ პეინი (ინგლისი);

გენერალური მდივანი - თეოდოროს ცორბაზოღლუ (საბერძნეთი);

ხაზინადარი - იონ-სერბან დობრონაუტიანუ (რუმინეთი).

0.141263