რაგბი

15:43 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტონგა მსოფლიო თასზე გავიდა, გასარკვევი მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა და ისიც საქართველოს ჯგუფში

რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი მონაწილე გაირკვა - ტონგა. ტონგელებმა პლეი-ოფში ჰონგ კონგის ნაკრები 44:22 დაამარცხეს და პლანეტის პირველობის საგზური მოიპოვეს.

ტონგა მსოფლიო თასზე B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკამ ირლანდია, შოტლანდია და რუმინეთი იქნებიან. ამრიგად, მსოფლიო თასის 19 მონაწილე უკვე ცნობილია და მხოლოდ ერთი ადგილია ვაკანტური, სწორედ საქართველოს ნაკრების ჯგუფში.

შემოდგომაზე პლეი-ოფში პორტუგალია, აშშ, კენია და ჰონგ კონგი ითამაშებენ და ერთ-ერთი C ჯგუფში მოხვდება, სადაც საქართველო, უელსი, ავსტრალია და ფიჯი ელოდებათ. აქვე სხვა მონაწილეებზეც: D ჯგუფში იასპარეზებენ ინგლისი, იაპონია, არგენტინა, სამოა და დებიუტანტი ჩილე, ხოლო A ჯგუფში მასპინძელი საფრანგეთი, ახალი ზელანდია, იტალია, ურუგვაი და ნამიბია არიან.

საქართველოს ნაკრების კალენდარი დამდეგ მსოფლიო თასზე ასეთია:

  • 9 სექტემბერი, 2023 წელი, სენ-დენი, „სტად დე ფრანსი“
  • ავსტრალია - საქართველო
  • 23 სექტემბერი, 2023 წელი, ტულუზი, „ტულუზის სთედიუმი“
  • საქართველო - პლეი-ოფის გამარჯვებული
  • 30 სექტემბერი, 2023 წელი, ბორდო, „სტად ბორდო“
  • ფიჯი - საქართველო
  • 7 ოქტომბერი, 2023 წელი, ნანტი, „სტად ბუჟუარი“
  • უელსი - საქართველო


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე საფრანგეთში გაიმართება.

0.116558