არგენტინის ნაკრების მცველი ნიკოლას ტალიაფიკო კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ინფორმაცია, როგორც ფრანგული კლუბის, ისე „აიაქსის“ ვებგვერდმა დაადასტურა.
29 წლის ფეხბურთელმა ფრანგებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი ამ ეტაპზე უცნობია.
ნიკოლას ტალიაფიკო „აიაქსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 169 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ბანფილდის“, „მურსიასა“ და „ინდეპენდიენტეს“ წევრი იყო. არგენტინელის ნაკრებში ნიკოლასის აქტივში 40 უგოლო მატჩია.