სხვა

12:57 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა საქმე გაირთულა და ნაგოია ბაშოს ბოლოს წინა დღეს თანაბარ ბალანსზეა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ნაგოია ბაშოზე საქმე გაირთულა და დადებით-უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა. ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორე ბრძოლა დათმო და ახლა უკვე 7 მოგების წილ - 7 მარცხი აქვს.

ზაფხულის სუპერტურნირის ბოლოს წინა დღეს მისი მეტოქე პირველი კომოსსუბი ჰოშორიუ იყო, რომელსაც დადებითი ბალანსი უკვე მოპოვებული ჰქონდა, თუმცა დღეს მაინც გაიმარჯვა. მონღოლმა ჩვენებურს შერკინებისთანავე მომგებიანი პოზიციიდან შეუტია, მავაშში ხელი ჩაავლო და საბოლოოდ უვატედაშინაგის ილეთით დოჰიოდან გადაიყვანა.

დღევანდელი დაპირისპირება წყვილისთვის მეორე იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი გათაბნაბრდა - 1:1.

ამრიგად, ტოჩინოშინს ზაფხულის ბაშოზე მხოლოდ 1 ბრძოლა დარჩა, რომლის მოგებაც აუცილებლად სჭირდება. მისი მეტოქე კი მე-16 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე ჩვენებურის მსგავსად 7-7-ზე ბალანსი იქნება, ამიტომ ხვალ რთული ბრძოლა გველის. თავის მხრივ, ლევანი ხვალინდელ მეტოქეს აქამდე 7-ჯერ შეხვედრია, და 6 ბრძოლაში გაიმარჯვა.

0.127224