ფეხბურთი

12:33 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე: "ბაიერნი" ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა"

სადიო მანე ფიქრობს, რომ „ლივერპულიდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა მის კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სენეგალელი ფეხბურთელის განცხადებით, მას ცხოვრებაში ახალი გამოწვევა სჭირდებოდა და ახლა ბედნიერია.

„საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. ერთი წლის წინ მწვრთნელთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ წასვლის სურვილი მქონდა. ჩემი ცხოვრება ყოველთვის გამოწვევა იყო, ამიტომ მსურს მუდმივად განვითარდე.

პრემიერლიგაში 8 წელი გავატარე და „ლივერპულში“ 6 მშვენიერი წელი. შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა ტიტული მოვიგეთ. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩემს კარიერაში მიმიღია. დღეს მე ვარ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში და ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები სეზონის სეზონის დასაწყისს. აქ დიდი მიზნები გვაქვს, რადგან „ბაიერნი“ მსოფლიოში გამორჩეულია და ტიტულების მოგება მინდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის. თუ შეთავაზება გაქვს გუნდიდან, რომელიც ყველაფრისთვის იბრძვის არჩევანის გაკეთება მარტივია“, - თქვა მანემ.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანემ „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108994