ფეხბურთი

0:00 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" არგენტინელ მცველს დაიმატებს

„უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მცველი ნაუელ მოლინა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მოლინას სანაცვლოდ „როხიბლანკო“ „უდინეზეს“ 12 მილიონ ევროს, პლუს 6 მილიონს ბონუსის სახით გადაუხდის და ნაუენ პერესის სატრანსფერო უფლებებს დაუთმობს. მოლინა მადრიდელბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

24 წლის ფეხბურთელი „უდინეზეში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 68 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბოკა ხუნიორსის“, „დეფენსასა“ და „როსარიო სენტრალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.115337