ფეხბურთი

21:33 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სტიაუას" პრეზიდენტმა "საბურთალოსთან" მარცხის შემდეგ მწვრთნელის გათავისუფლება გადაწყვიტა

ბუქარესტის „სტიაუას“ პრეზიდენტი ჯიჯი ბეკალი თბილისის „საბურთალოსთან“ წაგებამ როგორც ჩანს, ძალიან გააბრაზა. როგორც რუმინული გამოცემა Fanatik-ი წერს, მან მთავარი მწვრთნელის, ანტონ პეტრეას გათავისუფლება გადაწყვიტა.

წყაროს თანახმად, ბეკალიმ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრს არ შეიცვლის. თუმცა, პეტრეა „სტიაუას“ უახლოეს შეხვედრაში ბუქარესტის „რაპიდთან“ და „საბურთალოსთან“ საპასუხო მატჩშიც უხელმძღვანელებს, ამის შემდეგ კი დაითხოვენ.

რუმინული პრესა წერს, რომ პეტრეას ნიკოლაე დიკა შეცვლის, ვეტერანი რუმინელი ფეხბურთელი, რომელსაც „სტიაუაში“, „კატანიაში“, „კლუჟსა“ და „ვიტორულში“ უთამაშია. ის „სტიაუას“ 2017-2018 წლების სეზონში უკვე წვრთნიდა, ბოლოს კი რუმინეთის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

შეგახსენებთ, „საბურთალომ“ „სტიაუა“ 1:0 დაამარცხა, საპასუხო მატჩი კი 28 ივლისს, ბუქარესტში გაიმართება.

0.123026