„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი „რომაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და შესაძლოა უახლოეს დღეებში ტრანსფერი წარმატებით დაიხუროს.
„რომა“ ვეინალდუმის დამატებას იჯარით და გამოსყიდვის უფლებით ცდილობს. ტრანსფერის წინააღმდეგი არც ფეხბურთელია და არც პსჟ, სადაც მან ფეხი ვერ მოიკიდა და გასულ სეზონში უმეტესად მხოლოდ შეცვლებზე თამაში უწევდა.
ვეინალდუმი პსჟ-მდე „ლივერპულის“, „ნიუკასლის“, პსვ-სა და „ფეიენოორდის“ წევრი იყო, ხოლო პარიზელებს შარშან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
აქვე გეტყვით, რომ „რომამ“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე პაულო დიბალა, ნემანია მატიჩი და ზეკი ჩელიკი დაიმატა.