ფეხბურთი

16:32 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ფეხბურთელი, რომელიც შარშან უფასოდ გაუშვა, 20 მილიონ ევროდ დაიბრუნა

ამსტერდამის „აიაქსმა“ „ლაიფციგიდან“ 20 წლის თავდამსხმელი ბრაიან ბრობი დაიმატა, რომლის ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამ ამბავში საკვირველი ისაა, რომ ბრობი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და ზუსტად ერთი წლის წინ ის ამსტერდამული გუნდიდან უფასოდ გერმანიაში გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა.

ბრობიმ „ლაიფციგში“ გასულ სეზონში 14 უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო „აიაქსის“ მთავარ გუნდში 19-ჯერ უთამაშია და 6 გოლი აქვს გატანილი.

0.139825