სხვა

12:29 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაცდური ილეთი გაუკეთეს და დოჰიოზე დაეცა - ტოჩინოშინი კვლავ დადებითი ბალანსის მოლოდინშია (+VIDEO)

ნაგოია ბაშო დასასრულისკენ მიდის და დღეს ყველა ლევან გორგაძის დადებით ბალანსს ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ქართველი სუმოისტი მეტოქეს მზაკვრულ ჩანაფიქრს ვერ მიუხვდა და უვატედაშინაგის ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიიოშომა იყო, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე დადებითი ბალანსისთვის ყველა გამარჯვება ესაჭიროებოდა და დღეს ასეც მოხდა. ის ორთაბრძოლის დაწყებისთანავე გვერდით გაიწია, ტოჩიმ ბალანსი დააკარგა, რასაც მეტოქემ ხელიც მიაშველა - ქართველმა კი თავი ვერ შეიკავა და დოჰიოზე დაეცა.

ჩვენებური მონღოლს დღეს მეშვიდედ დაუპირისპირდა და მოგება-წაგების ბალანსში კვლავ უკან ჩამორჩა - 3 მოგება და 4 მარცხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ ლაივზე კომენტატორის რანგში თეიმურაზ ჯუღელი იყო მიწვეული. გაგამარუს სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა ელიტარულ დივიზიონში, ბოლო დროს კი ქვედა ლიგებში გამოდიოდა და კარიერაც დაასრულა.

გეტყვით, რომ ლევანს ივლისის ბაშოზე 7 მოგება და 6 მარცხი აქვს. იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს, დარჩენილი 2 ბრძოლიდან მინიმუმ 1 მაინც უნდა მოიგოს. ხვალ მისი მეტოქე პირველი კომოსუბი ჰოშორიუ იქნება, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება შეძლო. მონღოლ მეტოქეს ზაფხულის ბაშოზე გორგაძის მსგავსად - 7:5-ზე ბალანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11006