ფეხბურთი

1:21 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დარვინ ნუნიესმა "ლაიფციგთან" პოკერი შეასრულა (+VIDEO)

დარვინ ნუნიესის ლივერპულური კარიერა ფანტასტიკურად დაიწყო. ინგლისურმა კლუბმა ამხანაგური მატჩი გერმანულ „ლაიფციგთან“ გამართა და 5:0 გაანადგურა.

ანგარიში დასაწყისშივე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე მოედანზე ნუნიესი გამოჩნდა, რომლის ბენეფისად მეორე ტაიმი გადაიქცა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა 48-ე, 51-ე, 68-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა და პოკერი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ნუნიესი ლისაბონის „ბენფიკადან“ დაიმატა. „წითლები“ პრემიერლიგის პირველ ტურში 6 აგვისტოს, „ფულჰემს“ ესტუმრებიან.

0.114959