სხვა

0:22 | 22.07.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ვინგეგაარდი ტურზე ტრიუმფს მიუახლოვდა

დღეს იონას ვინგეგაარდმა დიდი ნაბიჯი გადადგა ტურ დე ფრანსის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისკენ - დანიელმა მრბოლმა მე-18, სამთო ეტაპი მოიგო და თავის მთავარ მეტოიქესთან, ტურის ორგზის ჩემპიონ ტადეი პოგაჩართან უპირატესობა გაზარდა.

სლოვენიელმა რისკიანი სტრატეგა აირჩია და თანაგუნდელთა ნაკლებობის გამო (ზოგი ტრავმირებულია, ზოგიც კოვიდ-ით დაავადდა), ეულად მოუწია შეტევები, რამაც ძალა გამოაცალა. ვინგეგაარდმა ძალები თანაგუნდელთა დახმარებით დაზოგა და ეს ენერგია რბოლის მიწურულს გამოიყენა. ამის წყალობით, ფინიშს მარტომ მიღწია.

18 ეტაპის შემდეგ, პოგაჩარი შარშანდელი რბოლის ვიცე ჩემპიონს უკვე 3 წუთით და 26 წამით ჩამორჩება. სლოვენიელს მე-19 ეტაპზე ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა არ ექნება. მე-20 ეტაპი კი დროზე ინდივიდუალური რბოლაა, სადაც სამწუთნახევრის მოგება ძნელი იქნება. თუმცა ველოსპორტის მოყვარულებს ახსოვთ, რომ სლოვენიელმა ორი წლის წინათ, სწორედ ბოლო ეტაპებზე შეძლო დაწინაურება.

ლიდერებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა ბოლო აღმართზე (კოლ დე სპანდელესი). დაღმრთში პოგაჩარი ერთხელ დაეცა და ვინგეგაარდიც წაქცევასთან ახლოს იყო. მეტოქეებმა პრობლემურ მომენტში, მცირე დროით ზავი გამოაცხადეს - ლიდერმა წაქცეულს დაწევის საშუალება მისცა. მცირე შესვენების შემდეგ, ბრძოლა გაჩაღდა და დანიელმა იოლად შეძლო მეტოქის ჩამოტოვება.

ცნობისათვის, ეს ის აღმართია, სადაც ვინგეგაარდის თანამემამულე ბიარნე რიისმა 1996 წელს სოლო რეიდი შეასრულა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, მან წლების შემდეგ აღიარა, რომ ის რბოლა სტიმულატორების წყალობით მოიგო, რის გამოც, 2007 წელს, ტურზე გამარჯვება ჩამოართვეს.

„ორი ეტაპი და დროზე რბოლა კიდევ დაგვრჩა. ჯერ ტური მოგებული არ მაქვს და არც ზეიმს ვაპირებ“, - განაცხადა ვინგეგაარდმა.

მათ ერთმანთტან ბრძლისას, რა დროსაც პოგაჩარმა შეტევა ხუთჯერ დაიწყო, უკან მოიტოვეს 2018 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი გერეინ თომასი. ვინგეგაარდი ყოველთვის პასუხობდა სლოვენიელის შეტევებს და ბოლოს, როცა მას დაღლა შეატყო, თავად დაწინაურდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:41 | 09.03.2016
BIANCONEROO (124)

სალაჰს და ჯეკოს დააფსას ფეხებზე ტოტიმ თორე დასტოვებდა ზიზუ პოსტს )

16:18 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:19 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:47 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

აბაა ბიჭო მარა ძაან მეეჭვება

12:02 | 09.03.2016
BEERTRANCE (97819)

ბევრი მომენტი გაანიავეს, გუშინდელ თამაშში ეპატიებათ მარა ...

12:06 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

კი, ძალიან ბევრი. 38 დარტყმა ჰქონდათ კარისკენ

11:56 | 09.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:20 | 09.03.2016
datio (885)

ჩემპიონატში უშანსოდ, თასიდან გამოშვებული ... დაისვენეთ და ელოდეთ კენჭისყრას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.088552