ბუქარესტის „სტიაუას“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონ პეტრეამ თბილისის „საბურთალოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც 47 წლის სპეციალისტმა თქვა, შედეგით უკმაყოფილოა და მისი გუნდისგან ასეთ თამაშს არ ელოდებოდა.
„ბუნებრივია, ჩვენთვის საკმაოდ რთული თამაში გამოდგა. არ ველოდები, რომ ასე ვითამაშებდით. მართალია გვქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ბუნებრივია შედეგით უკმაყოფილოები ვართ.
ველოდებით რთულ მატჩს მეორე შეხვედრაშიც, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ „საბურთალოსგან“ დღეს და ასევე „პარტიზანთან“ ორივე შეხვედრაში. სრულად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ვერ გავალთ.
ჩვენს თამაშზე გავლენა „საბურთალოს“ კარგმა თამაშმაც იქონია გავლენა. ხშირად იყო მომენტები, როცა მეტოქემ წნეხში მოგვაქცია და ამ წნეხიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდით, შესაბამისად, ჩვენი თამაშის ჩვენებასაც ვერ ვახერხებდით.
ბუნებრივია, შეგვიძლია, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, მათ შორის, ორბურთიანი სხვაობით მოგებაც, თუმცა ამისთვის დაგვჭირდება უფრო მეტი მონდომებისა და შრომის ჩადება თამაშში, სხვაგვარად, ამ შედეგს ვერ მივაღწევთ“, - თქვა პეტრეამ.
შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" „სტიაუა“ ლევან ნონიკაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო მატჩი 28 ივლისს, ბუქარესტში გაიმართება.