რაგბი

19:43 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნინიაშვილი ტოპ 14-ის სეზონის აღმოჩენად დასახელდა: "ყოველთვის ფეთქებადი თამაშით გამოირჩევა"

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ მორაგბე დავით ნინიაშვილი ცნობილმა გამოცემა Rugbyrama-მ საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული სეზონის მთავარ აღმოჩენად დაასახელა.

აი, რას წერს, 20 წლის ქართველი მორაგბის შესახებ ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა:

„ის უდავოდ სეზონის აღმოჩენაა. საქართველოდან სრულიად უცნობი ჩამოვიდა და თავისი ნიჭით სარაგბო ევროპა აალაპარაკა. ტოპ 14-ში ახალგაზრდა გარემარბმა მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა, მაგრამ ყოველ ჯერზე გამოირჩეოდა ფეთქებადი თამაშით და სუპერსისწრაფით. თვისებები, რომლებიც ნინიაშვილმა ეროვნულ ნაკრებსა და ჩელენჯ ქაფზეც გამოავლინა. იტალიის წინააღმდეგ მან რამდენჯერმე გაარღვია მეტოქის უკანა ხაზი და იტალიელთა დაცვაში ქაოსს თესავდა. თუმცა, ნინიაშვილი რაგბის სამყაროს პირველად ჩელენჯ ქაფის ფინალში გამოეცხადა. „ველოდრომზე“ გარემარბმა ორი ლელო მიითვალა და ალბათ, ახალგაზრდულ კარიერაში ამ ეტაპზე საუკეთესო თამაში ჩაატარა, თუმცა, კიდევ უკეთესი თამაში ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს გამოცემა.

Rugbyrama-მ ხუთეულში ასევე შეიყვანა მაქს პრინგი, მატიას ჰადადი, ჟერემი ფერნანდესი და ლუი ბიელ-ბიარი.

შეგახსენებთ, დავით ნინიაშვილმა „ლიონში“ გასულ სეზონში ჩელენჯ ქაფი მოიგო. ის ასაკის მიუხედავად უკვე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და სათამაშოდ „ბარბასორებშიც“ მიიწვიეს.

0.128109