ფეხბურთი

18:40 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ვალენსიაში" განგაშის ზარია და მამარდაშვილთან კონტრაქტის განახლებას ჩქარობენ

„ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2024 წელს იწურება, ჩქარობს. ხელშეკრულების გახანგრძლივება ავტომატურად გულისხმობს გამოსასყიდი ფასის გაზრდას. ამის შესახებ ესპანური ვებგვერდი www.fichajes.net

„ვალენსია“ მამარდაშვილის კონტრაქტის განახლებას აჩქარებს. ქართველი მეკარე კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია და „მესტალიიდან“ მისი გაშვება არ სურთ.

მამარდაშვილი გასული სეზონის ერთ-ერთი სენსაცია იყო. ახალგაზრდა მეკარე მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა, მაგრამ მალევე შეძლო მთავარ გუნდში იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკზე წინ დამკვიდრება. ქართველი მეკარის კარგმა თამაშმა განაპირობა ის, რომ მისი შეძენით ევროპის ბევრი უმაღლესი დონის კლუბი დაინტერესდა, რამაც „ვალენსიაში“ განგაშის ზარი გამოიწვია, რომელიც დიდი ხანია მუშაობს განახლებისა და გამოსასყიდი პუნქტის გაუმჯობესებაზე. მან ლა ლიგაში სადებიუტო სეზონის მიუხედავად, გუნდს უსაფრთხოება მიანიჭა.

მამარდაშვილთან კონტრაქტის გაუმჯობესებისა და გამოსასყიდი პუნქტის გაზრდის მცდელობას გულშემატკივრები შიშით უყურებენ, რადგან ეს არის სტრატეგია, რომ ამ ზაფხულს მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ. რაც, სპორტული ინტერესებით „ვალენსიასთვის“ საშინელი სიახლე იქნება, რადგან მას ამჟამად ჰყავს აწმყოსა და მომავლის მეკარე, რომელთანაც უნდა ჩაეყაროს საფუძველი იმ პროექტს, რომელიც მესტალიურ კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებს“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ამჟამად შვეიცარიაში გუნდთან ერთად ემზადება და პრესეზონზე პირველი ამხანაგური მატჩი დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ გამართა.

0.125868