„ლაციოს“ მესვეურებმა მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველის, მარსელოს წარმომადგენლებთან დაიწყეს მოლაპარაკება - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.
თავად ბრაზილიელი ამბობს, რომ ბედნიერი იქნებოდა მაურიციო სარის ხელმძღვანელობით ეთამაშა რომში. ის სამწლიან კონტრაქტს ითხოვს, სეზონში 2,5 მილიონი ევროს ოდენობის ჯამაგირით.
ეგ არის, რომაელებს 34 წლის ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობა აღელვებთ. მარსელომ გასულ სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში მხოლოდ 12 მატჩი გამართა, აქედან ხუთ შეხვედრაში აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.
მარსელო „რეალში“ 15 წლის განმავლობაში თამაშობდა. ჯამში 544 შეხვედრა ჩაატარა, 37 ბურთი გაიტანა და 103 საგოლე პასი შეასრულა. „სამეფო კლუბთან“ ერთად მან 25 ჯილდო მოიგო, მათ შორის, ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა.