ესპანური „ლევანტე“ ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელსაც სეგუნდა დივიზიონში გაატარებს და მთავარ გუნდთან ერთადაა გიორგი ქოჩორაშვილიც, რომელმაც ინგლისურ „ვულვზთან“ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა.
ქოჩორაშვილმა ინგლისელთა კარი მატჩის 59-ე წუთზე ეფექტური დარტყმით დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა, საბოლოოდ კი ვალენსიელებმა 2:1 მოიგეს.
მოგეხსენებათ, ქოჩორაშვილი აქამდე „ლევანტეს“ მეორე გუნდში ირჯებოდა, თუმცა, ზოგჯერ პირველ გუნდშიც ათამაშებდნენ და 2020-2021 წლების სეზონში ლა ლიგაში 3 მატჩიც ჩაატარა, ხოლო ესპანეთის თასზე გოლიც გაიტანა. დიდი ალბათობით, 23 წლის ნახევარმცველი დამდეგ სეზონში მთავარი გუნდის მუდმივი წევრი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ „ლევანტე“ სეგუნდა დივიზიონის პირველ ტურში 12 აგვისტოს, „უესკას“ დაუპირისპირდება.
ქოჩორაშვილის გოლი იხილეთ მატჩსი 59-ე წუთზე