„ბრაიტონმა“ „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი, მარკ კუკურელია არ მიჰყიდა - გვამცნობს The Athletic.
წყაროს ინფორმაციით, „ქალაქელებმა“ „თოლიებს“ 23 წლის შუახაზელში 30 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. „ბრაიტონს“ კუკურელიაში 50 მილიონის მიღება სურს.
„სიტი“ მეტს გადაიხდის და კიდევ შეეცდება კუკურელიას გადაბირებას, ოღონდ „ბრაიტონმაც“ ფასი ცოტა უნდა შეამციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხოსეპ გვარდიოლა უფრო იაფი კანდიდატის ძებნას დაიწყებს.