„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი პროგრესის და წარმატებული ტრანსფერების წყალობით, კლუბი მსოფლიო ელიტაში დაბრუნდა.
„ვცდილობთ გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ და პლანეტის საუკეთესო გუნდებს გავუტოლოთ. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტულ დირექტორებს, შესანიშნავი მუშაობისთვის. მათ შესაძლებელი გახადეს რობერტ ლევანდვოსკის „ბარსელონაში“ ტრანსფერი. ჩვენ მსოფლიო ელიტაში დავბრუნდით.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.