„ლივერპულის“ ნიდერლნდელმა ვარსკვლავმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ჟურნალისტებს გუნდის ახალწვეულის, დარვინ ნუნიესის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„ის ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია. მახსოვს, შარშან „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში უფრო კონატეს წინააღმდეგ თამაშს ცდილობდა და ეს კარგად გამოსდიოდა. ბევრი პრობლემა შეგვიქმნა მაშინ.
ის ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, „ლივერპულში“ შთამბეჭდავი კარიერა ექნება.“ - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს Metro.co.uk.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფორვარდი „ლივერპულს“ ივლისის დასაწისში შეუერთდა. მერსისაიდულმა კლუბმა, ბონუსების ჩათვლით მასში „ბენფიკას“ დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაუხადა.