ფეხბურთი

11:18 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინის დუბლმა „სიტის“ „ამერიკასთან“ მოაგებინა - ჰოლანდი კვლავ სათადარიგო იყო

„მანჩესტერ სიტიმ“ ჰიუსტონში, ამხანაგურ მატჩში მექსიკურ „ამერიკას“ 2:1 მოუგო. ანგარიში ნახევარი საათის თავზე გაიხსნა, თავი ბელგიელმა ვარსკვლავმა, კევინ დე ბრუინმა გამოიჩინა. 13 წუთში მექსიკელებმა გაათანაბრეს. საპასუხო ენრი მარტინმა გაიტანა. თუმცა ტაიმის პირველ წამატებულ წუთზე კაპიტანმა დე ბრუინმა დუბლი გაიფორმა და „ქალაქელები“ ისევ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ გოლები აღარ გასულა. „სიტიმ“ 2:1 გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ მანჩესტერელთა ხმაურიანი შენაძენი, ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და გუნდში თავის დებიუტს დღემდე ელოდება. ამასობაში ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა უკვე სამი ამხანაგურო მატჩი ჩაატარეს.

0.105777